“სქრინფლეიში” შეისწავლი სცენარის წერის ტექნიკებსა და უნარ-ჩვევებს
დაეუფლები დრამატურგიის თანამედროვე ფორმულებს
მიიღებ სხვადასხვა ჟანრის სცენარზე პრაქტიკული მუშაობის გამოცდილებას
შეძლებ საკუთარი იდეის პროფესიონალურ დონეზე განხორციელებას
მიღება გასაუბრებით – კურსზე დარეგისტრირებულ ყველა აპლიკანტთან ტარდება გასაუბრება და სტუდენტების შერჩევა
პრაქტიკული დავალებები – ყოველი ახალი თემის შესწავლის შემდეგ, სტუდენტები ასრულებენ ინდივიდუალურ ან/და ჯგუფურ დავალებას
სასერტიფიკატო ნამუშევარი – კურსის ბოლოს, სტუდენტები წარადგენენ ინდივიდუალურად შესრულებულ დავალებას
სასწავლო კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან დრამატურგიის მეთოდოლოგიას როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ დონეზე. დაეუფლებიან დრამატურგიის თანამედროვე ფორმულებს.
კურსის ფარგლებში სტუდენტს საშუალება ექნება შეარჩიოს კინოსცენარის მთავარი პერსონაჟი; განსაზღვროს მოტივაცია, წარმოაჩინოს პერსონაჟის შინაგანი სამყარო და გარემო; შეურჩიოს მას ინდივიდუალური მეტყველების მანერა (ლექსიკა, რიტმი); ააგოს დიალოგები და შეკრას პერსონაჟის ცვლილების რკალი.
"სქრინფლეიში" მიღებული ცოდნა ძალიან დამეხმარა საგნებისა და მოვლენების სხვადასხვა პერსპექტივიდან დანახვაში. ჩვენმა ლექტორებმა შეგვასწავლეს ყველა ის საჭირო ტექნიკა და უნარ-ჩვევა, რომელიც პროფესიონალ სცენარისტს სჭირდება. კურსზე გამოვარჩევდი ლაღად და მხიარულად ჩატარებულ ლექციებს და საინტერესო პრაქტიკულ სავარჯიშოებს." - ნინა გოგოლაძე
"საქართველოში მსგავსი ხარისხიანი კურსის პოვნის შანსი ძალიან მცირეა. ლექციებზე სწორად იყო გამოკვეთილი ყველაფერი, რაზეც პროფესიონალმა სცენარისტმა უნდა გაამახვილოს ყურადღება. ინფორმაციულთან ერთად, ლექციები იყო ძალიან სახალისო და განტვირთვის საუკეთესო საშუალება სტუდენტებისთვის." - სანდრო მესტიაშვილი
"ეს კურსი სტუდენტებს სთავაზობს თანამედროვე სცენარისტობის საფუძვლიანად შესწავლას. განსაკუთრებით გამოვარჩევ საინტერესო პერსონაჟების შექმნის მეთოდიკას, რაც დამეხმარა ჩემი იდეის სრულყოფილ სცენარად ჩამოყალიბებაში."სქრინფლეიში" მიღებული ცოდნა ხელს შემიწყობს, გამოვიყენო კრეატიული აზროვნება ყველა საჭირო საქმიანობაში." - თორნიკე არჯევანიძე
""სქრინფლეიში" ბევრ კარგ ადამიანს გაიცნობთ, თქვენს თავში კი ბევრ ისეთ რამეს აღმოაჩენთ, რაზეც აქამდე არ გიფიქრიათ, ან გიფიქრიათ და სხვა კუთხით არ შეგიხედავთ. და, რაც მთავარია, მინიმუმ იმაზე კარგად დაიწყებთ წერას, ვიდრე ახლა წერთ." - ნინო ედიშერაშვილი
"კურსზე ყველაზე მეტად მომეწონა ის, რომ სცენარების წერას სხვადასხვა მიმართულებით ვსწავლობდით. ლექციები იყო საინფორმაციო მასალებით დატვირთული და ძალიან სასიამოვნოდ მოსასმენი. ასევე, გამოვარჩევდი იმ ფაქტს, რომ სტუდენტებს გვქონდა შანსი, ლექტორებთან ინდივიდუალურად გვემუშავა." - ანა ლოლაძე
"კურსზე გამოვარჩევდი ლექტორებს, რომელთაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ და მაქსიმალურად ცდილობენ, სტუდენტებს საკუთარი ცოდნა გადასცენ. სცენარის წერა ჩემთვის ჰობი იყო და ამ კურსმა მიმახვედრა, რომ კრეატიული წერა გამოსადეგია ყველა სფეროში, სადაც კალმის გამოყენებაა საჭირო. " - ნიკოლოზ კაპანაძე
რა თქმა უნდა. “სქრინფლეის” სამთვიანი კურსი განკუთვნილია არა მხოლოდ მოქმედი, არამედ დამწყები სცენარისტებისთვის, მწერლებისა თუ ქოფირაითერებისთვის.
ჩვენი კურსი აერთიანებს სამ საგანს:
საგნები დამოუკიდებლად არ შეისწავლება.
ყოველი ახალი თემის შესწავლის შემდეგ, ინდივიდუალურად ან ჯგუფურად შეასრულებთ სხვადასხვა პრაქტიკულ დავალებას, რომელიც დაგეხმარებათ პროფესიონალი სცენარისტისთვის ყველა საჭირო უნარ-ჩვევის შეძენაში.
სამი თვის განმავლობაში, ჩვენი გამოცდილი ლექტორები შეგასწავლიან ყველა იმ საჭირო ტექნიკას, უნარ-ჩვევასა და ფორმულას, რომელთა დახმარებით შეძლებთ თქვენი იდეის სრულყოფილ დონემდე მიყვანას.
სცენარისტთა კურსზე სწავლის მსურველები მიიღებიან 18 წლიდან.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, გადმოგეცემათ “სქრინფლეისა” და “ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის” სერტიფიკატი, რომელიც დაგეხმარებათ თქვენთვის სასურველ სფეროში (ტელევიზია, თეატრი, სარეკლამო სააგენტო და ა.შ.) განახორციელოთ თქვენი იდეა უკვე პროფესიონალურ დონეზე. გამორჩეულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატთან ერთად გადაეცემათ სარეკომენდაციო წერილი ლექტორებისგან.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, თქვენ გახდებით ერთ-ერთი პირველი სერტიფიცირებული სცენარისტი საქართველოში და სერტიფიკატთან ერთად, ჩვენი ლექტორებისგან გადმოგეცემათ სარეკომენდაციო წერილი. აღსანიშნავია, რომ კურსის დასრულება არ ნიშნავს ჩვენსა და სტუდენტებს შორის ურთიერთობის დასრულებას. გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ეს ერთ-ერთი მოთხოვნადი პროფესიაა, წარმატებულ სტუდენტებს საშუალება აქვთ, ლექტორებთან ერთად (ან მათი რეკომენდაციით) რეალურ პროექტებზე გააგრძელონ მუშაობა და კურსზე მიღებული ცოდნა უკვე პრაქტიკაში გადაიტანონ.
კურსზე მოქმედებს შიდა განვადება და თანხა იყოფა სამ ნაწილად. თანხის ნაწილი უნდა ჩაირიცხოს სწავლის პირველ კვირაში და დარჩენილი თანხა გადანაწილდება შემდეგ ორ თვეზე. სწავლის ღირებულება: 1800 ლარი.