“სქრინფლეიში” შეისწავლი სცენარის წერის ტექნიკებსა და უნარ-ჩვევებს
დაეუფლები დრამატურგიის თანამედროვე ფორმულებს
მიიღებ სხვადასხვა ჟანრის სცენარზე პრაქტიკული მუშაობის გამოცდილებას
შეძლებ საკუთარი იდეის პროფესიონალურ დონეზე განხორციელებას
მიღება გასაუბრებით – კურსზე დარეგისტრირებულ ყველა აპლიკანტთან ტარდება გასაუბრება და სტუდენტების შერჩევა
პრაქტიკული დავალებები – ყოველი ახალი თემის შესწავლის შემდეგ, სტუდენტები ასრულებენ ინდივიდუალურ ან/და ჯგუფურ დავალებას
სასერტიფიკატო ნამუშევარი – კურსის ბოლოს, სტუდენტები წარადგენენ ინდივიდუალურად შესრულებულ დავალებას
სასწავლო კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან დრამატურგიის მეთოდოლოგიას როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ დონეზე. დაეუფლებიან დრამატურგიის თანამედროვე ფორმულებს.
კურსის ფარგლებში, სტუდენტები შეისწავლიან სცენარის წერას ყველა ტიპის რეკლამისთვის, ამბების თხრობის ძირითად პრინციპებსა და შემოქმედებითი აზროვნების საფუძვლებს. კურსი მოიცავს როგორც თეორიულ ცოდნას, ასევე პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და თამაშებს.
""სქრინფლეიში" პროფესიონალებმა გვასწავლეს, თუ როგორ უნდა ავაგოთ სცენარის სტრუქტურა, შევქმნათ პერსონაჟი და სიუჟეტი, რომელსაც კრეატიული პროცესით განვავითარებთ." - ნია ხარებაშვილი
""სქრინფლეის" კურსზე სწავლა ლექტორების გამო გადავწყვიტე, რადგან დიდი ფუფუნებაა, როდესაც სცენარის წერას პროფესიონალები გასწავლიან." - ლიდია თომაევა
""სქრინფლეის" კურსმა მომცა იმის დანახვის საშუალება, რომ ჩვენ გარშემო უშინაარსობა არ არსებობს, რაც სცენარისტისთვისა თუ მწერლისთვის არის შთაგონების უდიდესი წყარო." - თეიმურაზ ლოლომაძე
"ახალ პროფესიასთან ერთად, "სქრინფლეიში" შევიძინეთ ის თეორიული და პრაქტიკული ცოდნა და უნარები, რომელიც ჩვენს საქმიანობაშიც გვადგება." - ნინო ეფხოშვილი
""სქრინფლეიში" ამომწურავი ინფორმაცია მივიღე იმის შესახებ, თუ როგორ იწერება სცენარი." - თომა ათანელიშვილი
""სქრინფლეის" ლექტორების დახმარებით, ჩემმა იდეამ მიიღო სრულყოფილი სცენარის ფორმა." - ლიკა ცუცქირიძე
რა თქმა უნდა. “სქრინფლეის” სამთვიანი კურსი განკუთვნილია არა მხოლოდ მოქმედი, არამედ დამწყები სცენარისტებისთვის, მწერლებისა თუ ქოფირაითერებისთვის.
ჩვენი კურსი აერთიანებს ოთხ საგანს:
საგნები დამოუკიდებლად არ შეისწავლება.
ყოველი ახალი თემის შესწავლის შემდეგ, ინდივიდუალურად ან ჯგუფურად შეასრულებთ სხვადასხვა პრაქტიკულ დავალებას, რომელიც დაგეხმარებათ პროფესიონალი სცენარისტისთვის ყველა საჭირო უნარ-ჩვევის შეძენაში.
სამი თვის განმავლობაში, ჩვენი გამოცდილი ლექტორები შეგასწავლიან ყველა იმ საჭირო ტექნიკას, უნარ-ჩვევასა და ფორმულას, რომელთა დახმარებით შეძლებთ თქვენი იდეის სრულყოფილ დონემდე მიყვანას.
სცენარისტთა კურსზე სწავლის მსურველები მიიღებიან 18 წლიდან.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, გადმოგეცემათ “სქრინფლეისა” და “ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის” სერტიფიკატი, რომელიც დაგეხმარებათ თქვენთვის სასურველ სფეროში (ტელევიზია, თეატრი, სარეკლამო სააგენტო და ა.შ.) განახორციელოთ თქვენი იდეა უკვე პროფესიონალურ დონეზე. გამორჩეულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატთან ერთად გადაეცემათ სარეკომენდაციო წერილი ლექტორებისგან.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, თქვენ გახდებით ერთ-ერთი პირველი სერტიფიცირებული სცენარისტი საქართველოში და სერტიფიკატთან ერთად, ჩვენი ლექტორებისგან გადმოგეცემათ სარეკომენდაციო წერილი. აღსანიშნავია, რომ კურსის დასრულება არ ნიშნავს ჩვენსა და სტუდენტებს შორის ურთიერთობის დასრულებას. გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ეს ერთ-ერთი მოთხოვნადი პროფესიაა, წარმატებულ სტუდენტებს საშუალება აქვთ, ლექტორებთან ერთად (ან მათი რეკომენდაციით) რეალურ პროექტებზე გააგრძელონ მუშაობა და კურსზე მიღებული ცოდნა უკვე პრაქტიკაში გადაიტანონ.
კურსზე მოქმედებს შიდა განვადება და თანხა იყოფა სამ ნაწილად. თანხის ნაწილი უნდა ჩაირიცხოს სწავლის პირველ კვირაში და დარჩენილი თანხა გადანაწილდება შემდეგ ორ თვეზე. სწავლის ღირებულება: 2100 ლარი.